მთავარი საახალწლო ღონისძიებები - რას გვპირდება მერიის კულტურის სამსახური ახალი წლის ღამეს

16:12 12-08-2017
848

31 დეკემბერს საღამოს 11 საათზე თბილისის სამ უბანში ერდროულად სამი საახალწლო კონცერტი დაიწყება. სამივე კონცერტი სამ საათს გასტანს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ამის შესახებ მერიის კულტურის სამსახურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, წელს საახალწლო ნაძვისხეც ცოტა განსხვავებული იქნება, რადგან ნაძვის ხის სათამაშოები საქართველოში მზადდება, ქართული მინებისგან. ტეროტორიაზე მოეწყობა საციგურაო მოედნები. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას გახსნის გორის ქალთა გუნდი. მათთან ერთად საახალწლო პოპურს შეასრულებს გორის ვანო მურადევის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით. 4 დეკემრიდან 7 იანვრის ჩათვლით საზეიმო განწყობა იქნება დედაქალაქში. დედა ენის ბაღში მოაეწყობა საახალწლო ბანაკი. ბაღი დაიყოფა სივრცეებად: საბავშვო, მუსიკალური, გასართობი და სპორტული სივრცები სადაც მოეწყობა შესაბამისი ღონისძიებები. საციგურაო მოედანი იქნება დედაენის ბაღშიც, ასევე ღია კინოთეატრი, სადაც გავა ნოსტალგიური ფილმები. იქვე იქნება დიდი ბუხარი. ტერიტორიაზე განთავსდება სახელოსნოები, სადაც მსურველებს შეეძლებათ ხელით საახალწლო სათამაშოების დამზადება. ვთავაზობთ ატრაქციონების პარკს ბავშვებს. იქნება სპეციალური სივრცე ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის, სადაც ყოველ დღე საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე დაუკრავენ ცნობილი დიჯეები და არტისტები. ჩატარდება სხვადასხვა კონცერტები მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ბავშვებისთვისაც. თქვენთვის იმღერებს: „ანა ბანა“, „ბასტი ბუბუ“, დათუნა ალადაშვილი, პარა ორკესტრი და სხვ. 24 -ში ნიაზ დიასამიძე გამართავს კონცერტს, თქვენს წინაშე წარსდგება რობი კუხიანიძე, ჯგუფი „არა“ და სხვა. ოპერის მოტრფიალეებისთვისაც გაიმართება კონცერტი.“- განაცხადეს მერიაში.

როგორც მერიის კულტურის სამსახურში გამართულ პრესკომფერენციაზე გვითხრეს, მრავლად იქნება ტერიტორიაზე კვების ობიექებიც. „ბიზნესი აქტიურად დგას საახალწლო სამზადისის გვერდით. ბაღებსა და სკვერებს ისინი რთავენ საახალწლოდ და როგორც გვპირდებიან, საკმაოდ ლამაზი იქნება თბილის ახალ წელს. საახალწლო სამზადისში აქტიურად არიან ჩართულები გამგეობები და მთელი თბილისის მასშტაბით ყველა რაიონში მოეწყობა კონცერტები ბავშვებისთვის“ - აღნიშნეს მერიაში.

 

მთავარი ინტერესი მაინც 31 დეკემბრიოს ღონისძიებისკენაა მიმართული. როგორ თბილისის მერმა ბრძანა, წელს სამი კონცერტი ერთდროულად დაიწყება თბილისის სხვადასხვა უბანში: გლდანში, სამგორში და ძველ თბილისში.

გალა კონცერტების მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე გახლავთ. პროდიუსერი  - დავით დოიაშვილი, რეჟისორი - ბასა ფოცხიშვილი, მხატვარი და სცენოგრაფი - თამარ ფოცხიშვილი.

რუსა მორჩილაძე:

- მერიაში მუშაობის მიუხედავად მაინც მუსიკოსად ვრჩები, არ მიყვარს ყველაფრის დაანონსება, ინტრიგის შენარჩუნება მირჩევნია. მიხარია, რომ გალა კონცერტზე ყველა ჟანრის მოყვარულსა და ყველა გემოვნების მსმენელს ექნება საშუალება სცენაზე მათთვის საყვარელ შემსრულებელს მოუსმინოს. ეს ახალი წელი უპრეცედენტოა შემსრულებელთა რაოდენობით. 

ვინ წაიყვანს სამ მთავარ კონცერტს და კონკრეტულად რომელი მომღერლები იდგებიან ქალაქის მთავარ სცენებზე, ჯერ-ჯერობით არ ვიცით. როგორც მერიის კულტურის სამსახურში განგვიმარტეს, ამის შესახებ ინფორმაცია შემდეგ კვირას გახდება ცნობილი.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი