მომღერალი რიანას წლის სკანდალი, მისმა ჩაცმის სტილმა და წონის ცვლილებამ გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მთავარი ინფორმაცია, არაბ მილიარდერთან, ჰასან ჯამილთან, სასიყვარულო რომანია.
გუშინ, მომღერალმა, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მსოფლიო პრესის და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ფოტოზე რიანას, მარჯვენა ხელზე ბრილიანტის ბეჭედი უბრწყინავს. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მომღერალს, სხვა სამკაული არ აქვს: სწორედ, ამის გამო გადაწყვიტა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომ ბეჭედი, მისი ბოიფრენდის, ჰასან ჯამილის ნიშნობის საჩუქარია.
ინსაიდერების წყაროს ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდერმა ბიზნესმენმა, მომღერალს ხელი სთხოვა. რიანა და მისი წარმომადგენლები, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველად ერთად, ზაფხულში დააფიქსირეს: შეყვარებულები, საკუთარ კურორტზე ისვენებდნენ. ამ ფაქტის შემდეგ, ისინი ერთად, ხშირად ჩნდებოდნენ, თუ არ ჩავთვლით, რომ მათი ურთიერთობის შესახებ, ამ დრომდე, კომენტარს არ აკეთებდნენ. ცხადია, რომ მათი სასიყვარულო რომანი, პიკს აღწევს.
იხ. ფოტოკოლაჟი: