ზვიად კვაჭანტირაძემ შოთა შეშელაშვილის მხარდამჭერი განცხადება, სავარაუდოდ, წაშალა

16:40 12-08-2017
178

უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ღია მიმართვაზე პრემიერის მისამართით, უმრავლესობის ორი წარმომადგენლის, სიმონ ნოზაძის და ზვიად კვაჭანტირაძის მხარდამჭერი განცხადებებიდან სოციალურ ქსელში, ამ დრომდე მხოლოდ ერთი, სიმონ ნოზაძის მხარდამჭერი ფეისბუქ- კომენტარი რჩება. კვაჭანტირაძის განცხადება კი აღარ იძებნება. 

პირველი რადიოს ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ, შალელაშვილის ღია წერილის გამოქვეყნებიდან მალევე საკუთარი აზრი დააფიქსირა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების თობაზე, ისიც ეთანხმებოდა და საქართველოს მთავრობას იგივე ნაბიჯი დრულად უნდა გადადეგა.

მას შემდეგ კი რაც შალელაშვილის წერილმა პრემიერის გაღიზიანება გამოიწვია და დეპუტატი სავარაუდოდ ამ საკუთხზე სუს-ში დაიბარეს, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურდა, კვაჭანტირაძის ფეისბუქ-კომენტარი აღარ იძებნება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე