საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ისევე, როგორც გუშინ, დღესაც ისტორიულად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და მას მხარს უჭერს.
როგორც კვაჭანტირაძემ პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნა, ფიქრობს, რომ თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს.
რაც შეეხება იმას, რატომ გაქრა მისი მხარდამჭერი კომენტარი სოციალური ქსელიდან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შეშელაშვილის ღია წერილის მიმართ, რომელიც ამ უკანასკნელმა პრემიერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაუგზავნა, კვაჭანტირაძე კომენტარისგან თავს იკავებს.
ზოგადად, გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე საერთოდ თავი სევიკავოთ შემდეგი კომენტარებისგან, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ღია მიმართვაზე პრემიერის მისამართით, უმრავლესობის ორი წარმომადგენლის, სიმონ ნოზაძის და ზვიად კვაჭანტირაძის მხარდამჭერი განცხადებებიდან სოციალურ ქსელში, ამ დრომდე მხოლოდ ერთი, სიმონ ნოზაძის მხარდამჭერი ფეისბუქ- კომენტარი რჩება. კვაჭანტირაძის განცხადება კი აღარ იძებნება.
ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ, შალელაშვილის ღია წერილის გამოქვეყნებიდან მალევე საკუთარი აზრი დააფიქსირა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების თობაზე, ისიც ეთანხმებოდა და საქართველოს მთავრობას იგივე ნაბიჯი დრულად უნდა გადადეგა.
მას შემდეგ კი რაც შალელაშვილის წერილმა პრემიერის გაღიზიანება გამოიწვია და დეპუტატი სავარაუდოდ ამ საკუთხზე სუს-ში დაიბარეს, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურდა, კვაჭანტირაძის ფეისბუქ-კომენტარი აღარ იძებნება.