მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

17:15 12-08-2017
70

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა საავტომობილო გზებზე.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და  საერთაშორისო მნიშვნელობის  ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, შესაბამისად აღნიშნულ გზებზე, ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე