იუველირი, რომელიც მეგან მარკლის საქორწინო ბეჭდის დიზაინზე მუშაობს - "ეს ყველაზე დიდი და რთული საიდუმლოა, რაც კი ოდესმე შემინახავს"

17:38 12-08-2017
945

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, სანამ ქორწილის ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელიც ბრიტანული წყაროს იფორმაციით, 2018 წლის მაისში გაიმართება, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე გარემოება იკვეთება. როგორც ირკვევა, ბეჭედი, რომელიც ჰარიმ მეგანს აჩუქა, პრინცმა, იუველირს, დევიდ ტომასს სთხოვა, რომ ბეჭდის დიზაინის შექმნაში, დახმარებოდა.  ჟურნალისტები, იუველირს დაუკავშირდნენ, რომელმაც,  ბეჭდის რამდენიმე საიდუმლო გაამხილა.

ეს ყველაზე დიდი და რთული საიდუმლოა, რაც კი ოდესმე შემინახავს- ამბობს დევიდ ტომასი.  

საქორწინო ბეჭდის ღირებულების საიდუმლო, იუველირმა არ გაამჟღავნა. ცნობილია, რომ სამი დიდი ბრილიანტის თვლის ღირებულება, 250 000 დოლარია.  

შეგახსენებთ, რომ ბეჭედი, სამი ბრილიანტის თვალით არის მოჭედილი: ყველაზე დიდი თვალი, პრინცმა, ბოტსვანაში  შეიძინა, ხოლო 2 ბრილიანტის ქვა, პრინცესა დიანას გვირგვინიდან არის აღებული. 

პრინცმა, ოფიციალურ ინტერვიუში, ქორწილის ცერემონიასთან დაკავშირებით, განაცხადა:

ყვითელი ფერის ოქრო ავარჩიე, რადგან მეგანს მოსწონს, ყველაზე მთავარი, ბრილიანტის ქვა, ბოტსვანიდან მივიღე, ხოლო 2 პატარა ქვა, დედაჩემის კოლექციიდან ავიღე, ნიშნად იმისა, რომ დიანა, ამ სიგიჟეებით სავსე მოგზაურობის დროს, ჩვენთან ერთად იქნება - ამბობს პრინცი ჰარი.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე