როგორ შეიძლება კომპოზიტორთა კავშირში ინდური სამზარეულოს სუნი ტრიალებდეს და თხუთმეტი და თექვსმეტი წლის ბავშვებს იქ აუპატიურებდნენ - ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში ცენზურის გარეშე განაცხადა.
მე შემოვდივარ წინადადებით, რომ საქართველოს კულტურის პალატა იქირავებს ამ ფასში და დაცალეთ ინდური რესტორანი და შენობას დაუბრუნეთ ის ადამიანები, რომლებიც მანდ უნდა მუშაობდნენ. საქართველოს კულტურის პალატა შემოდის წინადადებით, რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ, რაც კახა ცაბაძის მოსვლის მერე ხდება კომპოზიტორთა კავშირში, ჩვენ მზად ვართ ხვალვე მოვიდეთ. შენობას დაუბრუნეთ სახელ, როგორ შეიძლება შენობაში აქირავებდეთ ყველაფერს... როგორ შეიძლება კომპოზიტორთა კავშირში ინდური სამზარეულოს სუნი ტრიალებდეს და თხუთმეტი და თექვსმეტი წლის ბავშვებს იქ აუპატიურებდნენ - განაცხადა ოქიტაშვილმა.