ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი არ ასახელებს კანდიდატს, რომელსაც მისი შემცვლელის არჩევნებში ხმას აძლევს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე, ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს უზნეობა იქნება.
"დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები ტარდება. კანდიდატების მოთხოვნით, ჩვენ ბიულეტენები ბეჭდებით დავამოწმეთ”, – განაცხადა ხატიაშვილმა.
ადვოკატთა ასოაციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემა 15:00 საათზე დაიწყება.