თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ე.წ. მატროსოვის ციხეში მასთან შეთავაზებით პირადად იყო შესული.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ არაერთი შეთავაზება მიიღო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაც.
"ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები. ყველა უსინდისო შინაარსის შემოთავაზებაზე ჩემგან იყო ღირსეული პასუხი. ასე დამთავრდა ეს ისტორია. დეტალებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო უსინდისო შემოთავაზებეი. ღირსეული პასუხით წავიდნენ უკან. ციხეში იყვნენ შემოსული. მიმიღია შემოთავაზებები ღარიბაშვილისგან, როცა ის შს მინისტრი იყო, დაცვის უფროსი ჩუბინიძისგან. აქ გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა ახალაიამ.
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ახალაიამ ასე უპასუხა: „რასაც ამბობთ დაახლოებით ეს იყო“.