"თვლიდნენ, რომ ხელის შეწმენდა ადვილად შეიძლება..." - ახალაია ენმ-დან თანაგუნდელების წასვლაზე

22:27 12-09-2017
431

„არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი საქციელი,“ - ასე აფასებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია "შაბათის კურიერთან" ენმ-დან თანაგუნდელების წასვლას.

მისი თქმით, ციხეში მოხვედრის შემდეგ გაიგო, რომ მის თანაგუნდელებსაც ჰქონიათ, თურმე, მასთან კითხვები.

"უბრალოდ, მოდაში რომ იყო, რომ ახალაიასთან კითხვები გვქონდა. აი, ეს იყო და მეტი არაფერი... ციხეში რომ მოვხვდი, მერე მოვისმინე, რომ, თურმე, ასეთი ყოფილ ჩემს თანამებრძოლებსაც ჰქონიათ. რაღაცნაირად ასეთი ფონი არსებობდა, რომ ვიღაცები თვლიდნენ, რომ ახლა ხელის შეწმენდა ადვილად შეიძლება", – აცხადებს ბაჩო ახალია.

მისი თქმით, ენმ-ის დაშლა არასწორი საქციელია.

 „ვინ რა მოტივაციით წავიდა, ჩემთვის მეათეხარისხოვანია,“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა არჩევნებში მშვიდობიანი გზით გამარჯვება არ ყოფილა. მისი თქმით, „გასაძევებელია ივანიშვილი ხელისუფლებიდან“ და სწორედ ამიტომ ვერ ამართლებს პარტიის გაყოფას.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე