ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე, "სპორტის სასახლეში" შუქის ჩაქრობას პანიკა მოჰყვა

22:32 12-09-2017
361

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილისთვის უცნობია, თუ რატომ გაითიშა სპორტის სასახლეში ელექტროენერგია მას შემდეგ, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.

მისი განცხადებით, ადგილი აქვს პროვოკაციას, თუმცა კონკრეტულად ეჭვს ვერავიზე მიიტანს. 

„ელექტროენერგიის გათიშვას პანიკა მოჰყვა. კანდიდატებმა იფიქრეს, რომ ვიღაცას ბიულეტენების ჩაყრა უნდოდა. მე შემეშინდა და ყუთებთან დავაყენე დაცვა. შესაძლოა, აქ ხელისუფლების ან კანდიდატების ხელიც ერიოს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვერავის დავაბრალებ. უპრეცედენტო არჩევნები ჩავატარე, ვინაიდან ვითარება მშვიდად მიმდინარეობდა, ახლა კი რა მოხდა არ ვიცი“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ცოტა ხნის წინ სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება დაიძაბა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სპორტის სასახლეში სინათლე ჩაქრა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე