"ეს კრება გაყალბებულია..."- ირმა ჭკადუა არჩევნებს უნდობლობას უცხადებს

22:59 12-09-2017
925

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ირმა ჭკადუა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესს უნდობლობას უცხადებს. 

მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ კომისიის წევრები ცდილობდნენ, რომ საარჩევნო ყუთში დამატებითი ბიულეტენები ჩაეყარათ, სადაც კონკრეტული ადამიანი იყო შემოხაზული.

"ეს კრება გაყალბებულია თავისი პროცედურით. უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს. აქ საუბარი არ არის მე გავიმარჯვებდი თუ არა, აქ საუბარია ასოციაციის პრესტიჟზე“, - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დღეს, 20:00 საათზე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 12 კანდიდატი იყრის კენჭს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე