ჰაიდერ ალ -აბდი: "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომი დასრულებულია

13:31 12-10-2017
160
თეგები: ერაყი

ერაყის პრემიერ მინისტირის  ჰაიდერ ალ -აბდის განცხადებით , ერაყმა შეძლო სრული კონტროლის დამყარება სირისაა და ერაყის საზღვარზე  - “ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს სირიისა და ერაყის საზღვარზე,თამამად შემიძლია ვთქვა,რომ “ისლამური სახელმწიფოსთან” ომი დასრულებულია”, – აღნიშნა პრემიერმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, “ერაყმა გაიმარჯვა ერთიანობის და სიმტკიცის წყალობით”.
“ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებმა 2014 წელს ხელში ჩაიგდეს ერაყის ტერიტორიის გარკვეული რაიონები, მათ შორის ქალაქი მოსული. მიმდინარე წელს სამთავრობო ძალებმა შესძლეს ამ ქალაქის განთავისუფლება და დაიწყეს “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებისგან ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდა.
ინფორმაციას  BBC -ი ავრცელებს