დღეს, კიევში გამართულ მიტინგზე, მაიდანზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქცია ძალიან მშვიდობიანად და წყნარად მიმდინარეობს, - ამის შესახებ Newsone-ს "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრმა დავით საყვარელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, პოროშენკო როგორ შეშინებულის არ უნდა იყოს ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს.
„უკრაინაში, მაიდნის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ამ „როშენის“ ჯიხურის მფლობელი პრეზიდენტი პოროშენკო როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. ეს არის არა სააკაშვილის მოძრაობა, არამედ უკრაინელების. ეს არის ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა. სიმბოლურია, როდესაც პოროშენკო ქვეყანას და ხალხს უყურებს, როგორც თავისი შოკოლადის ჯიხურს. უკრაინა არ არის შოკოლადის ჯიხური, უკრაინელები კი შოკოლადი, რომლის შეფუთვა და დაშინება შეიძლება“, - განაცხადა საყვარელიძემ.