"ქართული მარშის" წევრები ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე დააკავა.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, დაკავება ორი დღის წინ მოხდა და მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა ედებათ ბრალად, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღდმეგობის გაწევას უკავშირდება.
როგორც "პრაიმტაიმს" "ქართული მარშის" ერთ-ერთმა აქტივისტმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, სასამართლომ მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრათ და ისინი უკვე თავისუფლები არიან.
"რაღაც გაუგებრობა მოხდა მათ შორის, არაფერი სერიოზული. უკვე იყო სასამართლო და თავისუფლები არიან. 500-500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ", - განაცხადა ბრეგაძემ.