შეუძლებელია, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას - სესიაშვილი

11:35 12-11-2017
164

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, თუმცა კითვაზე მოითხოვა თუ არა ქართულმა მხარემ ექსტრადაცია პასუხობს, რომ ეს პროკურატურას უნდა ვკითხოთ. 

,, პრობლემა, რაც უკრაინაში წარმოიქმნა არის უკრაინის შიდა საქმე და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ამ მხრივ, ჩემი კომენტარი უადგილო იქნება. ექსტრადირების საკითხი წმინდა სამართლებრივი საკითხია და ცდება პოლიტიკურ დებატებს, ამიტომ მე ვერ დაგიდასტურებთ, ვერც დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

მისი თქმით, გამოძიების ინტერესია მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს სასამართლოს წინაშე. 

,,შეუძლებელია ეს იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის სამართლებრივი პროცედურა. ის არის ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულებში და გამოძიების ინტერესია ის წარსდგეს სასამართლოს წინაშე, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი