უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს

11:54 12-11-2017
171

ურაინის პროკურატურა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად შინაპატრიმრობას ითხოვს, თანაც იმ სახლში, რომლის სახურავიდანაც ის რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას მიმართავდა. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ მისმა პრესმდივანმა განუცხადა. 

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს, რომელიც თბილისის დროით, სავარაუდოდ, 12:00 საათზე დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

სასამართლოს შენობა გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის და შენობაში არავის არ უშვებენ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე