გოცირიძე: გადმოცემენ თუ უკრაინაში გაგრძელდება დევნა, ფაქტია რომ საქართველოს ხელისუფლება ამაში მომაწილეობს

12:07 12-11-2017
112

,,ყველაფერი რაც ხდება სააკაშვილის ირგვლივ, არის ამ ხელისუფლების დანაშაული, - ასე გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის დაჩქარებული წესით გადაცემა მოითხოვა.

რომან გოცირიძის თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ამაში საქართველოს ხელისუფლებაა ჩართული.
,, აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური დევნა, აქედან დაიწყო უკანონო პროცესები. დღეს ვხედავთ, რომ არის გარიგება უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. გადმოცემენ თუ უკრაინაში გაგრძელდება დევნა, ფაქტია რომ საქართველოს ხელისუფლება ამაში მომაწილეობს. ორივეს ეს დაუჯდება ძვირად, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი