მამუკა მდინარაძე: სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია

13:34 12-11-2017
329

,,ქართული ოცნების" დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას რ აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა აქვს გაგზავნილი. ამის შესახებ სამართალდამცავები ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობებს. 

,,არ მგონია, რომ ეს ამბავი მოსალოდნელი იყოს. რაც შეეხება მის უკრაინულ ვოიაჟს, კონკრეტულ ბრალს უყენებენ უკრაინელები და ეს არის მათი საქმე.  ეს კაცი არის საქათველოს ნეგატიური და წარსული გამოცდილება. სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია და საბედნიეროდ, ის ჩვენს ქვეყანაში აქტუალური არ არის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი