,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი აბესაძის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნა საქართველოში დაიწყო და უკრაინაში ვრცელდება.
ის იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან უხეში მეთოდებით ბრძოლა დასრულდება.
,,ძალიან აშკარად და ცხადად მიმდინარეობს სააკაშვილს პოლიტიკური დევნის პროცესი ახლა უკრაინაში, რომელიც თავის დროზე დაიწყო ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში, რამაც აქცია პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად საკუთარი ქვეყნიდან. ამიტომ თეორიულად შესაძლებელია ამ დევნის გაგრძელებად მოგვევლინოს ქართველი სამართალდამცველების მცდელობა მოხდეს სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში, თუმცა რეალურად, ეს როგორც ჩანს ნაკლებ მოსალოდნელია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დევნა დასრულდება და პოლიტიკოსებს შორის შეჯიბრი გაიმართება მხოლოდ და ხმოლოდ პოლტიკური მეთოდები და არა ასე უხეშად", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.