ბიზნესმენ, სერგეი კურჩენკოს, უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. სარჩელი იმ ჩანაწერებს ეხება, რომელიც გენპროკურატურამ აუდიოჩანაწერის სახით გაავრცელა და სადაც სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბარია ჩაწერილი.
„5 დეკემბერს, რადაში, იური ლუცენკომ უპასუხისმგებლოდ განაცხადა, რომ სერგეი კურჩენკო, აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით.
სააკაშვილს არ ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე, სამაგიეროდ ძალიან კარგად ვიცნობ პოროშენკოს“ - განაცხადა კურჩენკომ.