ტომ კრუზის 11 წლის ქალიშვილი პირველად წარსდგა პუბლიკის წინაშე

17:54 12-11-2017
1245

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან, ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ, კეტი ჰოლმსი, სრულიად უმოქმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ მათი დაშორების მთავარი მიზეზი, რელიგიური შეხედულებები იყო.  კეტს, კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მამას, თავის საიენტოლოგიურ შეხედულებებში, მისი ქალიშვილი ჩაერთო და ამიტომ, განქორწინება, საუკეთესო საშუალებად მიიჩნია.  განქორწინების შემდეგ, მსახიობი, არა მარტო ახალ ურთიერეთობებს მალავდა, არამედ საკუთარ ქალიშვილსაც კი.

მას შემდეგ, უკვე ხუთი წელი გავიდა და კეტი, უკვე, თავისუფალია ამ სახიფათო ამბისგან. კეტმა, ცოტა ხნის წინ, მისი 11 წლის ქალიშვილი, პირველად გამოაჩინა. კეტი და მისი ქალიშვილი, სური, ნიუ-იორკში, „Madison Square Garden“-ის სცენაზე, ერთად გამოჩნდნენ. მათ, ტეილორ სვიფტის გამოსლა გამოაცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა, კამერების წინაშე, პირველად იმყოფებოდა, სური, თავდაჯერებული და მომღიმარი, წარსდგა საზოგადოების წინაშე.  სოციალურ ქსელში, არ წყდება კომენტარები, იმის თაობაზე, რომ გოგონა, მამას ძალიან დაემსგავსა. სურიმ  მამა, ბოლოს, ერთი წლის წინ ნახა, რადაგან კრუზს, რელიგია(საიენტოლოგიური რელიგის მიმდევარი), უკრძალავს, შვილთან კონტაქტს.

 შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი, 2006 წელს დაქორწინდნენ იტალიაში, როდესაც პატარა სური, უკვე 6 თვის იყო. 6 წლის შემდეგ, კი კეტიმ, კრუზის რელიგიური შეხედულებების გამო, განქორწინება გადაწყვიტა. ამბობენ, რომ ჰოლმსმა, ვერარ გაუძლო, ქმრის ცხოვრების წესებს, რომელიც ფანატიკურად იყო გატაცებული, საიენტოლოგიური რელიგიით.  

ავტორი: რუსა ღვანიძე