პუტინი იერუსალიმთან დაკავშირებით, ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება

18:33 12-11-2017
305

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

"პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტა მოითხოვს ხანგრძლივ და სამართლიან შეთანხმებებს, რომლებიც ყველა მხარის ინტერესებს პასუხობს. ნებისმიერი ნაბიჯები, რომლებიც ამას ასწრებს, კონტრპროდუქტიულია.

რუსეთი სრულად უჭერს მხარს ყველა გადაწყვეტილებას, რომლებიც ამ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო“, - განაცხადა პუტინმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე