გენპროკურორი იური ლუცენკოს განცხადებით, რუსეთმა შესაძლებელია ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამებრძოლის, სევერიან დანგაძის ლიკვიდაცია მოახდინოს. ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. იუწყება სტრანა-ს კორესპონდენტი.
სწორედ ამ მოტივით, სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის შუამდგომლობის მოთხოვნით მიმართა.
ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება რუსეთის სპეცსამხურების მიერ სააკაშვილის და დანგაძის ლიკვიდაცია გახდეს - განაცხადა პროკურორმა.