მიხეილ სააკაშვილი: სააკაშვილი კიევის ციხეში - პუტინის და ФСБ-ს საუკეთესო ოცნებაა

20:44 12-11-2017
296

თუ „ფე-ეს-ბე“-ს აგენტი ვარ, მაშინ ეს უნდა დამიმტკიცონ სასამართლოში,- ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა განაცხადა. ისივე თქმით, სააკაშვილის კიევის ციხეში ჩასმა პუტინის საუკეთესო ოცნებაა

"თუ მე ФСБ აგენტი ვარ, ამას სასამართლოში უნდა დამტკიცება. და თუ მე ФСБ აგენტი ვარ მაშინ მე უნდა გავიცვალო უკრაინის იმ მზვერავებზე, ვინც რუსეთს ჰყავს. და რა თქმა უნდა, პუტინი მე დიდი სიამოვნებით გამცვლის. დაამტკიცეთ ჩემი აგენტობა და მაშინ პუტინი სიამოვნებით გამცვლის უკრაინის ყველა აგენტსა და მზვერავზე. სააკაშვილი კიევის ციხეში - პუტინის და ФСБ-ს საუკეთესო ოცნებაა. ახლახანს ჩემსა და უკრაინის წინააღმდეგ ФСБ ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარა," - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პეჩერსკის რაიონული სასამართლო ექვს საათზე მეტია მსჯელობს.