პეჩერსკის სასამართლოს შენობის გარეთ, იქ სადაც მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე მივიდნენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის" წევრები, ასევე უკრაინის პარლამენტის დეპუტატები. როგორც რადას დეპუტატი ამბობს, ის საჯაროდ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ ნაემიმ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
„საქმე ისაა, რომ იური ლუცენკომ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ჩვენ უკანონო ქმედებებთან გვაქვს კავშირი. მინდა ეს საქმე სასამართლომდე მივიყვანო, რომ იური ლუცენკო ვაიძულო, რომ ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რაც თქვა. მე გადავწყვიტე, რომ საჯაროდ დავუჭირო მხარი მიხეილ სააკაშვილს, საქმის მასალებიდან სულ უფრო და უფრო იკვეთება, რომ მტკიცებულებითი ბაზა, მინიმუმ ძალიან სუსტია,“ - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა მუსტაფა ნაემიმ.