სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის უკრაინის ხელისუფლებას უხელმძღვანელოს

22:29 12-11-2017
267

ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას და შეეცდება ოპოზიციური ძლებს გაერთიანებას. ის მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოროშენკოს ხელისუფლება იშლება. სააკაშვილის თქმით, ის მზად არის უკრაინის ხელისუფლებას უხელმძღვანელოს თუკი ხალხის ნება იქნება.

ექსპერტები მეორეს მხრივ, დარწმუნებულნი არიან რომ მოსამართლები ახალი წლების წინ დაძაბულობა ლვოვში განმუხტა. მათი თქმით, სააკაშვილი ვეღარ შეძლებს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას.

პიჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.