რომან გოცირიძე: უკრაინის ხელისუფლება ჩამოშლის პირას არის

23:36 12-11-2017
105

ყველა რეიტინგი მოწმობს, რომ პოროშენკოს პარტია ფაქტობრივად განწირულია მარცხისთვის - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შეფასებისას განუცხადა. 

"ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩამოშლის პირას არის. ვინაიდან მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმ უზარმაზარი ზეწოლისა, რომელსაც ახდენდნენ ამ მოსამართლეზე. ეს მოსამართლე განსხვებით ქართველი მოსამართლისგან აღმოჩნდა წესიერი და ამავე დროს მან კარგად დაინახა, რომ საფრთხე დაემუქრებოდა პირადად მის მომავალს. ვინაიდან, უკრაინაში ხელისუფლება იცვლება, ეს სახეზეა. ყველა რეიტინგი მოწმობს, რომ პოროშენკოს პარტია ფაქტობრივად განწირულია მარცხისთვის"- განაცხადა გოცირიძემ. 

შეგახსენებ, რომ პიჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.