სააკაშვილმა გათავისუფლების შემდეგ მხარდამჭერებს კვირას ახალი აქციის გამართვისკენ მოუწოდა

00:27 12-12-2017
93

კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მიერ დარბაზიდან გათავისუფლებულმა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად, კრეშატიკზე, კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, ასობით მომხრესთან ერთად, იმპროვიზებული მიტინგი გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს მოუწოდა, მომავალ კვირა დღეს კვლავ შეიკრიბონ მიტინგზე.

"შევიკრიბოთ კვირას, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ და კიდევ ბევრნი ვიქნებით და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მათ უფრო ნაკლები დრო დარჩებათ," - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა და პროკურატურის შუამდგომლობა შინა პატიმრობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.