უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

10:02 12-12-2017
141

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით კიევის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. განცხადება გენერალურმა პროკურორმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში გააკეთა. იური ლუცენკოს თქმით, ის არ ეთანხმება პეჩორის რაიონულ სასამართლოს. 

მე არ ვეთანხმები სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღინისძიებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის გაათავისუფლა. ემოციებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, - განაცხადა იური ლუცენკომ.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა, მხარდამჭერებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. თუმცა, სააკაშვილის ისევ 8 დეკემებერს საცხოვრებელ სახლში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს, აგრეთვე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით, რაც სამშობლოს ღალატს გულისხმობს.