საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკშვილის სასამართლო პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
უკრაინელმა მოსამართლემ ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა,“ – სტატიას ამ სათაურით “Euronews” აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება სააკაშვილის ხელისუფლებასთან დრამატული დაპირისპირების პროცესში, რომელსაც ის კორუფციაში ადანაშაულებს, ვითარების მორიგი შემოტრიალებაა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი: საქართველო ყოფილი პრეზიდენტის ცოლი დასავლეთიდან დახმარებას ითხოვს - წერს independent.
უკრაინის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა, ხელისუფლებას ცვლილებებისკენ მოუწოდებს - წერს washingtonpost.
სააკაშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანებას გეგმავს - წერს reuters.
“მოვლენების მსგავსი განვითარება კიდევ ერთი დარტყმაა პოროშენკოსა და მისი ერთგული პროკურორებისთვის” – წერს “Financial Times”.
“სააკაშვილი, რომელიც უკრაინულმა სასამართლომ გაათავისუფლა, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს” – სტატიას ამ სათაურით “The New York Times” აქვეყნებს.