სანდრა რულოვსი: „მიშას გათავისუფლება იმას ნიშნავს, რომ კიდევ არის იმედი უკრაინისთვის“

10:25 12-12-2017
208

საქართველოს მესამე პრეზიენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის თქმით, ბოლო წუთამდე არ ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი ზომების გარეშე გაათავისუფლებდნენ.

„საერთოდ, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და მიხაროდა, რომ მიშა ასე მხნედ და ყოჩაღად იყო, მაგრამ ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ გაუშვებდნენ ყველანაირი ზომების გარეშე. ეს არის ძალიან კარგი ამბავი და ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ არის იმედი უკრაინისთვის“, - განუცხადა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ოდესის ყოფილ გუბერნატორს შინაპატიმრობა არ შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.