რუსეთში საახალწლოდ და პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

13:13 12-12-2017
117
თეგები: ტერაქტი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ახალ წელს და რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა - ამის შესახებ უწყების უფროსმა და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არიან. 

სამართალდამცველებმა, ტერორისტების დაკავებისას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების დიდი რაოდენობა ამოიღეს.