საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილების შეტანა მწვავე კრიტიკის გამო მოუხდა. როგორც აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას ძალიან მწვავე კრიტიკა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვენეციის კომისიისგან, ოპოზიციისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სწორედ იმ ბონუსის სისტემის გამო, რომლის გაუქმებასაც ისინი ახლა გეგმავენ და ეს არის პასუხი ვენეციის კომისიის ძალიან მწვავე კრიტიკაზე და მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, მათ სცადეს, შეენარჩუნებინათ ხელოვნური უპირატესობის მომტანი სისტემა, დღეს უწევთ ამის გაუქმება. სამწუხაროა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ჩვენ არ მივიღებთ 2020 წლიდანვე და 2020 წელს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა კვლავ სცადოს გარკვეული საარჩევნო მანიპულაციებით შეინარჩუნოს ძალადობა. 2024 წლიდან ამ სისტემაზე გადასვლა არის დაგვიანებული“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.