"ჩემი ძმა მეუბნებოდა, თავი შემეკავებინა, მაგრამ არ შემიძლია..." - "უცნობი"

20:35 12-12-2017
143

მომღერალი უცნობი ფიქრობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციაა და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეუძლია.

როგორც გია გაჩეჩილაძემ ტვპირველის თოქშოუში რეაქცია განაცხადა, ოჯახში გაუგებრობაც კი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამაზე ხმამაღლა არ ესაუბრა, თუმცა უსამართლობაზე თვალის დახუჭვა ვერ შეძლო. 

ჩემი ძმა მეუბნებოდა, თავი შემეკავებინა, მაგრამ არ შემიძლია თავის შეკავება. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩამოვიდა და იშრომა ახალგაზრდა ადამიანმა. არ შეიძლება 10 წელი ერთიდაიგივე ხალი წოვდეს ბიუჯეტიდან ფულს და ახალი არავინ შეუშვა. ის, რომელიც უკეთეს ფასს და ხარისხს დებს. არ შემიძლია უსამართლობაზე თვალი დავხუჭო, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

„უცნობმა“ პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან – საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ, - განაცხადა კვირიკაშვილმა.  



ავტორი: ლილუ მიროტაძე