მერიაში ზოგიერთ თანამშრომელს კალაძეზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს - ირაკლი ნადირაძე

21:59 12-12-2017
207

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტში უფასო სასადილეობისთვის ის გზა, საიდანაც თანხის ზრდა უნდა მოხმდარიყო, თბილისის მერს მიუთითეს.

"ეს უნდა მომხდარიყო ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე და კონკრეტული მაგალითი მოვუყვანეთ. 2014 წლამდე, სანამ დავით ნარმანია მოვიდოდა ხელისუფლებაში, შრომსი ანაზღაურებაზე, დაახლეობით 40 მილნ იხარჯებოდა შტატიან თანამშრომლებზე და 15 მლნ შტატგარეშეებისთვის. წელს 80 მილიონია გათვალისწინებული შტატიან თანამშრომლებზე და ზოგიერთს მერზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს", - განაცხადა ნადირაძემ "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე". 

ავტორი: ლილუ მიროტაძე