"იმედის" თოქშოუ "პირისპირ" მეორე ნაწილი, სადაც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის არჩევნებთან დაკავშირებით, დებატები უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.
როგორც თოქშოუს წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ მაყურებელს უთხრა, ამის მიზეზი ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ტელეფონზე მოსული სამწუხარო შეტყობინება გახდა, სადაც მას მათი კოლეგის გარდაცვალება შეატყობინეს, ამიტომ ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდია დაეტოვებინათ.