ჰოლივუდის უხუცესი მსახიობი, კერკ დუგლასი, 101 წლის გახდა. ეს ღირშესანიშნავი თარიღი, დუგლას-უფროსს, მისმა ვაჟმა, მაიკლ დუგლასმა და რძალმა, კეტრინ ზეტა-ჯონსმა მიულოცა.
დღეს 101 წელი შეუსრულდა!!!! ჩემი ძვირფასი მამა, ჩემს მუხლებზე მიზის. გილოცავ დაბადების დღეს, განუმეორებელი და მოსიყვარულე მამა კირკი. მთელი გულით მიყვარხარ! # ჩემო გმირო- წერს კეტრინი ინსტაგრამზე.
101 წლისთავს გილოცავ, მამა! შენ ნამდვილი ცოცხალი ლეგენდა ხარ! ძალიან მიყვარხარ- წერს მაიკლ დუგლასი ფეისბუქის გვერდზე.
კეტრინი და მაიკლი, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ახლობელ ადამიანებთან, როგორც გასულ წელს, მასშტაბური საღამოს აღნიშნვნას გეგმავენ.
მაიკლს და კირკს, ყოველთვის კარგი მამა-შვილური დამოკიდებულება ჰქონდათ, განსაკუთრებით, კი მას შემდეგ, რაც მაიკლს, სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კირკ დუგლასი, უხუცესებს შორის, ჰოლივუდის ოქროს საუკუნის, უკანასკნელი მსახიობია.
მან კარიერა 1945 წლიდან დაიწყო. კირკ დუგლასი მონაწილეობდა ფილმებში „ჩემპიონი“(1949 წ.), „ბოროტები და ლამაზები“, „სიცოცხლის წყურვილი“. სამივე კინოსურათისთვის ის, „ოსკარის“ პრემიაზე იყო წარდგენილი. კირკი ასევე მონაწილეობდა ფილმში „სპარტაკი“, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში, დღემდე ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. კირკმა ერთადერთი „ოსკარი“ 1964 წელს მიიღო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.
1996 წელს, 80 წლის ასაკში, კირკს, ინსულტი დაემართა და მეტყველებასთან დაკავშირებით, პრობლემები გაუჩნდა
კირკ დუგლასის ნამდვილი სახელი და გვარი ისერ დანილოვიჩია. ის ამერიკაში ღარიბი მრავალშვილიანი ებრაელების ოჯახში დაიბადა.
მომავალი მსახიობის მშობლები, აშშ-ში, რუსეთის იმპერიიდან, 1910 წელს გადავიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ისერმა, ნიუ-იორკში ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. სწავლის საფასურის გადახდა, არ შეეძლო, ამიტომ ნიჭიერ სტუდენტს, სტიპენდია დაუნიშნეს. სასწავლებელში ურჩიეს, გვარის შეცვალაც.
ომის დროს, მსახიობი, წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში იბრძოდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა. 1943 წელს, ჰოსპიტალში, მსახიობ დაიანა დილზე დაქორწინდა, რომელთანაც მაიკლ დუგლასი შეეძინა, მაგრამ ქორწინება, ხანმოკლე აღმოჩნდა.
1954 წელს, კირკმა, მეორედ - მსახიობ ენ ბაიდენსზე იქორწინა. როდესაც დუგლასმა ოჯახი მიატოვა, პატარა მაიკლს მამის მიმართ აგრესია გაუჩნდა. მამა-შვილის ურთიერთობა, მხოლოდ, მრავალი წლის შემდეგ გამოსწორდა.
კირკის პირველი მეუღლე, დაიანა, 2015 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეორე ცოლი, ენი კი, 98 წლისაა.