აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ოჯახი, დამდეგ 2018 წელს, განსაკუთრებულად ელოდება. Page Six-ის წყაროს ინფორმაციით, ეს, პოლიტიკას არ ეხება, ჯორჯ ბუში ერთად, ორ შვილიშვილს ელოდება - ლორენი და ეშლი, ბუშების კლანს, დიდ სიხარულს და ბედნიერებას შემატებენ.
მოდელი, დიზაინერი და ბიზნესვუმენი ლორენ ბუში, ბაბუას, კიდევ ერთ მემკვიდრეს აჩუქებს. აშშ-ის ექს-პრეზიდენტისთვის, ეს მერვე შვილიშვილი იქნება.
ლორენის დედამ, შერონ სმიტმა, მისი ფეხძიმობის შესახებ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბავშვს, 2018 წლის მაისში ელოდებიან. წყვილისთვის, ეს მეორე შვილი იქნება, პირველი ვაჟის, ჯეიმსის შემდეგ, რომელიც 2015 წლის ნოემბერში დაიბადა.
ლორენ ბუშის მუღლე, დევიდ ლორენი, ცნობილი მოდელის, რალფ ლორენ დევიდის შვილია. წყვილმა, 2011 წელს იქორწინა.
ჯორჯ ბუში, ლორენის ქორწილის ცერემონიას არ დაესწრო. მიზეზი, ბუშს და ლორენის დედის, შერონ შმიტს შორის, განვითარებული კონფლიქტი იყო, რომელიც გამოწვეული იყო, შერონის და ნეილ ბუშის განქორწინების გამო.
ქორწილის ცერემონია, კოლორადოში, რალფ ლორენის რანჩოზე გაიმართა.
ვინც კი ოდესმე შემხვედრია და მყვარებია, მათ შორის დევიდი ავირჩიე, რომელის გვარია ლორენი. ვფიქრობ, რომ მე ლორენ ბუში-ლორენი გავხდები. ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, ქმრის გვარის ტარება. ამ საკითხში, მე ცოტა ძველმოდური ვარ - ამბობს ლორენი ქორწილის ცერემონიამდე.
მეორე ინფორმაციის წყაროს ავტორი, ლორენის უმცროსი და, ეშლი ბუშია. რომელსაც, მისმა ბოიფრენდმა, ჟულიამ, ისლანდიაში მოგზაურობის დროს, სთხოვა ხელი. ქორწილის დრო და თარიღი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ასევე გაურკვეველია, დაესწრება თუ არა ბაბაუა, ჯორჯ ბუში, შვილიშვილების ბედნიერებას, თუ ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს.