სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძის, ჯუმბერ თავართქილაძემ სასტუმრო “ლეოგრანდის” წარმომადგენლების მხრიდან დაზარალებულებს ჰქონდათ ფინანსურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთავაზება, თუმცა თავართქილაძის ამბობს, მისთვის პირობები მიუღებელი აღმოჩდა. ამის შესახებ
"გამოძიებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გამოძიება მიმდინარეობს და დაზარალებულებს ამ დროისთვის არავინ შეგვხმიანებია. სასტუმრო “ლეოგრანდის” ადვოკატთან შეხვედრა შედგა და კომპენსაციის შესახებ მათი მოსაზრებები გაგვაცნეს, მაგრამ ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებს ვერანაირი კომპენსაცია ვერ გაგვიცოცხლებს გრდაცვლილებს, მაინც მიგვაჩნია რომ ის რაც ოჯახებმა განიცადეს რაღაცნაირი სახით უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ ის რაც “ლეოგრანდი”-ს ხელმძღვანელობამ შემოგვთავაზა ჩემთვის პირადად მიუღებელი იყო. კონკრეტულად შემოთავაზებას შეგნებულად არ დავასახელებ. სასტუმრო “ლოეგრანდს” სახანძრო ვალდებულებები დაცული არ ჰქონდა ამაში ორი აზრი არ არსებობს და ექსპერტიზა დაადასტურებს ამას. დღეს საქართველოში არსებული სასტუმროები ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ნორმებს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს სასტუმროს მფლობელებს მატერიალური ზარალის ანაზღაურებისგან.” – განაცხადა თავართქილაძემ.