რობი უილიამსმა კონცერტების გაუქმების რეალური მიზეზი დაასახელა

15:14 12-14-2017
129

ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა, სექტემბრის თვეში დაგეგმილი კონცერტების, გაუქმების მიზეზი გაამჟღავნა. მომღერლის განცადებით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ექიმებმა, მას თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვების დიაგნოზი დაუდგინეს. 

Evening Standard- ის წყაროს ინფორმაციით, მუსიკალური ჯგუფის Take That-ის ყოფილმა სოლისტმა, განაცხადა, რომ, სექტემბერში, რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებამდე, რამდენიმე დღით ადრე, გერმანიაში, კერძოდ ქ. ციურიხში გამართულ კონცერტზე გამოსვლის დროს, ის შეუძლოდ გახდა, კერძოდ, მას სუნთქვის პრობლემები შეექმნა, მარცხენი ხელი წაერთვა და  ენა დაუბუჟდა, 

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, უილიამსმა, შესძლო კონცერტის დამთავრება. ამ ფაქტის შემდეგ, მომღერალი, სასწრაფოდ გადააფრინეს დიდ ბრიტანეთში, სადაც ის, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა მოათავსებული.  

მედიკების გამოკვლევების თანახმად, რობის, თავის ტვინში სისხლჩაქცევები განუვითარდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს პალატაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში, სამკურნალო პროცედურებს უტარებდნენ.  კლინიკიდან, მომღერალს, ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში, უტარებდნენ, თერაპიული მკურნალობის კურსს.   

როცა გავაანალიზე, რომ უკვე 43 წლის ვარ და არა 23-ის, მივხვდი, რომ  საკუთარ თავს და ჯანმრთელობას უნდა მივხედო - ამბობს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ რობი უილიამსი, თითქმის 18 წელია, ვეგეტარიანელი გახდა და ამავე დროს, ალკოჰოლს აღარ ეტანება. 

ავტორი: რუსა ღვანიძე