საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა: დაღუპულია 4 მოზარდი

10:41 12-15-2017
76
თეგები: საფრანგეთი

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში, რომელიც რუსილიონის პროვინციაში მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. დაღუპულია 4 მოზარდი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი.  მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა რგოლი. 
ადგილზე მუშაობენ კრიზისის მართვის საკორდინაციო ცენტრის თანამშრომლები.წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში მყოფი 19 ადამიანიდან7მოზარდი მძიმედ დაშავდა. თავად მატარებელში 25მგზავრი იყო, სამმა მიიღო მსუბუქი სახის დაზიანება.

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს