საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შპს სიტროენ ჯორჯიას ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვებში კარტელური გარიგებებია.
მიხეილ გიორგაძის თქმით, მისთვის მიუღებელია შეურაცხმყოფელი ბრალდებები მათი გუნდის წევრის მიმართ და ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
,,პირადად მე ასეთ შესაძლებლობას გამოვრიცხავ. იმაზე მეტის თქმა რაც პრემიერმა თქვას ამას დაკავშირებით უბრალოდ შეუძლებელია. ჩემთვის პირადად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ბრალდებები ჩვენი გუნდის წევრის მიმართ, მითუმეტეს შეურაცხყოფები, რომელიც სხვადასხვა ეთერში გაჟღერდა. თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა კომპანიას სრული უფლება და საშუალება აქვს, რომ მიმართოს შესაბამის უწყებებს გარკვეული კითხვების ქონის შემთხვევაში. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ კითხვებს პასუხი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.