ფილიპინებში სტიქიას ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს ძლიერი ტროპიკული შტორმი სახელწოდებით"კაი ტაკი" დაატყდა თავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
გადაუღებელმა წვიმებმა დასახლებულ პუნქტებში მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის გამოც 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია და სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო.
სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვიც. ქარის სიჩქარე ფილიპინებში საათში 80 კმ-ს აღწევს.