რა უნდა გავაკეთოთ საახალწლოდ, რომ 2018 წელი ბარაქიანი დაგვებედოს

12:09 12-17-2017
1091

ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი მოგვმართავს კითხვით, თუ რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ახალ წელს ბარაქა და ბედნიერება დაებედოს თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს. პირველ რიგში, შინაგანი მოტივაცია და გულწრფელობაა აუცილებელი იმისთვის, რომ სამყარომ ჩვენთვის პოზიტივი გამოიმეტოს. ამიტომ ახალ წელს მაინც ნუ უსურვებთ ნურავის ცუდს, ნუ იკამათებთ, ნუ ეცდებით მოატყუოთ. პირველ რიგში საკუთარ თავთან და სინდისთან იყავით მართალი. 

გარდა ამისა, რაკი საახალწლო ღამე და ოფიციალური "ასტროლოგიური ახალი წელი" დროში ცდება ერთმანეთს (მოგეხსენებათ ასტროლოგიურად ახალ წელს ჩვენ თებერვალში ვზეიმობთ) არ არის აუცილებელი ზედმეტი ცრურწმენების 

 
 
 
 
-0:13
 
 
 

გათვალისწინება საახალწლო სუფრის გაწყობისას. სასურველია, თუკი მაგიდას ბევრი ნატურალური პროდუქტით, მწვანილეულითა და ხის აქსესუარებით დატვირთავთ. ესეც საკმარისი იქნება ჯერ კიდევ გზაში მყოფ ძაღლს რომ ასიამოვნოთ. ნუ დაგავიწყდებათ ეს წელი ყვითელი, მიწის ძაღლის წელია და ის მიესალმება ბუნებრივობას ყველაფერში. 

სასურველია, თებერვლის ბოლოს, როცა უკვე რეალურად შევა ძალაში ახალი ასტროლოგიური წელიწადი, მაქსიმალური გულწრფელობით ისურვოთ რეალური რამ, ისეთი რომლის ახდენის შემთხვევაშიც სხვის ბედნიერებას და თავისუფლებას არ ხელყოფთ (მაგ. პირადი ურთიერთობის დალაგება, მაშინ როცა ვიცით, რომ ამ სიტუაციაში მესამე ადამიანი აუცილებლად დაზარალდება).გაგრძელება