"ბირჟა მაფიას" საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყო - ადვოკატი

11:43 12-18-2017
208

რეპერ გიორგი ქებურიას ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით,  თბილისის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენების სისწორე.

როგორც მოსიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გამოძიებამ გიორგი ქებურიას გამამართლებელი მტკიცებულება მიიღო. 

"საქმეზე პარალელურად დაწყებული იყო გამოძიება ბრალდებულების საჩივრის საფუძველზე ცალკეულ პოლიციელთა მიმართ და ეს გამოძიება გრძელდება", - განაცხადა მოსიაშვილმა. 

შეგახსენებთ, 8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

 

”ბირჟა მაფიას” წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.

ავტორი: ლილუ მიროტაძე