ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში სებასტიან პინიერამ გაიამარჯვა

13:29 12-18-2017
56
თეგები: ჩილე

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში, მემარჯვენე-ცენტრისტმა კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა და მილიარდერმა სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა. 

მეორე ტურშუ, პინიერამ ხმათა 54,57% მიიღო, მისმა კონკურენტმა მემარცხენე-ცენტრისტმა ალეხანდრო გილიერამ კი 45,43%. 

სებასტიან პინიერა ჩილეს პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო.

არჩევნების პირველ ტურში პინიერამ ხმათა 36,64% მიიღო, ხოლო გილიერმა - 22,70%. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის მათ ამომრჩევლების 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა სჭირდებოდათ.

გამარჯვებულს წარმატება მოქმედმა პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმაც მიულოცა