ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი, მილა იოვოვიჩი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული, არაერთ სამეცნიერო ფანტასტიკურ და შემოქმედებითი ჟანრის ფილმებში, დაიბადა, 1975 წლის 17 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში. მამა, ბოგდან იოვოვიჩი, ეროვნებით სერბი იყო, დედა კი, გალინა ლაგინოვა, ეროვნებით რუსი. 5 წლის ასაკში, პოლიტიკური მიზეზების გამო, ოჯახი საცხოვრებლად, ჯერ ქალაქ ლონდონში გადავიდა, მოგვიანებით, კი აშშ-ში.
სკოლაში, მას თანაკლასელები, აჯავრებდნენ და ემიგრანტს, საბჭოთა კავშირიდან, ეძახდნენ.
მე მეძახდნენ კომუნისტს და რუს ჯაშუშს. მე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ ვყოფილვარ ამხანაგური წრის წევრი- ამბობს მილა იოვოვიჩი.
12 წლის ასაკში, მილამ, სკოლა მიატოვა, რის შემდეგაც დაიწყო, მისი სამოდელო კარიერა. 1980 წლიდან იოვოვიჩი, აშშ-ის მოქალაქეა.
მსახიობის და მოდელის სილამაზის საიდუმლო, არა მარტო გარეგნობაში, არამედ მის ხასიათშიც იკვეთება. მას შეუძლია, მომენტალურად მოხიბლოს ყველა, მათ შორის, თაყვანისმცემლები, პროდიუსერები, გადამღები ჯგუფის წევრები, ჟურნალისტები, სრულიად უცნობი ადამიანებიც კი.
სწორედ მისმა ასეთმა გერეგნობამ და შინაგანმა სამყარომ მოხიბლა, უამრავი რეჟისორი, მაგრამ ყველაზე მეტად, პოლ ანდერსონი აღაფრთოვანა. მან მილას გარეგნობაში, არამარტო მებრძოლი მსახიობის სახე, არამედ მისი ფაქიზი სულიც აღმოაჩინა. 2009 წელს, პოლმა, მის მუზას, წინადადება შესთავაზა, რაც ქორწინებით დასრულდა. წყვილი, დღეს 2 ქალიშვლს ზრდის.
მსახიობმა და მოდელმა, ჟურნალ ELLE- სთან ინტერვიუსი განაცხადა:
როგორც ქალს, ჩემთვის გარეგნობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, კარგად გამოვიყურებოდე. კვირაში, რამდენიმე დღე ფიტნესით ვარ დაკავებული, ან ქმართან და ჩემს ძაღლთან ერთად, დავდივარ სასეირნოდ.
ცხოვრებაში, დგება ზოგჯერ ისეთი პერიოდები, როცა ვერ ვაქცევ ყურადრებას, ჩემს გარეგნობას. მეც ხომ დედა ვარ, შვილებს ვზრდი და ამავე დროს, ჩემს პროექტებზეც ვმუშაობ.
რამდენიმე ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა, წერილი მომწერა, სადაც მადლობას მიხდიდა, ჩემი გულახდილობის გამო. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მეგობრებთან სუფთა და გახსნილი ურთიერთობა გაქვს.
ყველაზე მეტად თავშეუკავებლობას ვერ ვიტან და მეშინია. ეს ადამიანის ხასიათის, ყველაზე საშინელი თვისებაა. მინდა დავამატო, რომ მაშინებს, ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავენ და სხვებს განსჯიან.
მე უბრალოდ, ყოველთვის ისეთ პრინციპებს ვიცავ, რომლებიც ჩემი ცხოვრების მამოძრავებელია. ჩემი მთავარი ამოცანაა - თავისუფალი დრო ოჯახს მოვახმარო. თუ, ჩემი შვილები ჯანმრთელები, ბედიერები არიან და ღამით წყნარად სძინავთ, ესეიგი, ჩემს სამყაროში, ყველაფერი კარგად არის.
უდიდეს სისმოვნებას და სტიმულს ვიღებ, როცა ჩემი გოგონები ბედნიერები არიან. ასეთ დროს, ახალი საქმეების კეთების, სურვილი მიჩნდება.
მაგრამ, გადავწყვიტე, რომ 2018 წელი, ჩემს თავს მივუძღვნა. მაგალითად, მინდა, რომ კერვა კარგად ვისწავლო. ბოლო დროს, ძალიან დაკავებულივიყავი და უამრავი ბლუზის და ჯინსის შარვლის დამზადება, ვერ მოვასწარი.
ჩემი ოცნებაა, რომ მივხედო ჩემს ბიზნესს - ეს ჩემი საახალწლო პროგრამის, პირველი პუნქტია- ამბობს ინტერვიუში მილა იოვოვიჩი.
იხ. ფოტოკოლაჟი: