მექსიკის ხალისკოს შტატში სატვირთო მატარებლის და ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ავტობუსში ბავშვთა საფეხბურთო გუნდები იმყოფებოდნენ, რომლებიც შეჯიბრზე მიემართებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CBS NEWS -ი ავრცელებს.
"ავტობუსში დაახლოებით 60 ადამიანი იყო, მათგან 40 – ბავშვთა საფეხბურთო გუნდების წევრები" – განაცხადა რეგიონის სამაშველო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხაიმე ალბერტო მორენო კაჩომ.
მისი თქმით, რამდენიმე ადამიანმა თავის სერიოზული ტრამვები მიიღო, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაიღუპა ორი ზრდასრული პირი, არასრულწლოვანთა შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.