ფიქრია ჩიხრაძე: რეკლამასთან დაკავშირებული საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

18:59 12-18-2017
99

ეფექტური საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედია პლურალიზმის იდეას - ამის შესახებ მაუწყებლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ მხარეებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მან გამოყო საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნებს იწვევს. ეს კომერციულ რეკლამაა.

,,ჩვენ ვთვლით, რომ იმ საკითხების მოგვარება, რომელიც განიხილება, შეიძლებოდა თუკი თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნებოდა. რეკლამასთან დაკავშირებული საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებამ არც საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯი და არც ის ეფექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობამ უნდა მოუტანოს საზოგადოებას და ასევე ის მთავარი ღირებულება, რომელსაც პლურალიზმი ჰქვია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ის ვეტოს გამოყენების ალბათობაზე არ საუბრობს, რადგან კანონპროექტი ჯერ განხილვის ფაზაშია და მესამე მოსმენით უნდა განიხილო . პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მხარეებს შეხვდა. პირველი შეხვედრა 14:00- ზე გაიმართა და მას კერძო ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 16:00-ზე კი პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდა. კარს მიღმა შეხვედრას არ ესწრებოდნენ ბორდის წევრები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. კერძო ტელევიზიები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ.